საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია

მთავარი

საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია არის არაკომერციული, აპოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მისიის დებულება მჭიდრო კავშირშია მსოფლიო გამოწვევების გლობალურ კონტექსტთან, რაც ნათლად აისახება გაეროსთან არსებული ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის – UNWTO-ს მისიაში.

გასტრონომიული კომპონენტის გააქტიურება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკის, კულტურის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებისთვის. ეს არის უდიდესი გამოწვევა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც უძველესი გასტრონომიული კულტურის, ტრადიციებისა და ისტორიის მქონე ქვეყნის წარმოსაჩენად.

საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია 2019 წლის…. შეიქმნა და მის უმთავრეს მიზანს ქართული გასტრონომიული კულტურის აღორძინება და პოპულარიზაცია წარმოადგენს.

ქართული სუფრის ტრადიცია გემოვნური კომპონენტების გარდა, განსაკუთრებულად შთამბეჭდავია უცხო ქვეყნის წარმომადგენლებისთვის თავისი ავთენტურობით, რაც აზიარებს მათ ქვეყნის ადათ-წესებსა და კულტურულ მემკვიდრეობას.

 

ფილოსოფია

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ფილოსოფია სფეროს განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზანს ემყარება. გასტრონომია არის კომპლექსური ცნება და ჩვენი ქვეყნის წარმოჩენის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი. ესაა სხვადასხვა სოციო-კულტურული, ისტორიული კომპონენტების, ლიტერატურის, ფილოსოფიის, ეკონომიკური მდგომარეობის, რელიგიის, თუ ეთნიკური წარმომავლობისა და სხვა ასპექტების სინთეზი, რომელთა ერთიანობაშიც საკვები მთავარი სუბიექტია.

 

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის სტრატეგიული მიმართულებებია:

• სამეცნიერო კვლევები, სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის აკადემიური შეხვედრები – კონფერენცია, ფორუმი, სემინარი.

• გასტრონომიული ტურიზმის, როგორც მსოფლიოში მზარდი და მოთხოვნადი მიმართულების ტურისტულ პროდუქტად ჩამოყალიბების პროცესის
ხელშეწყობა, საქართველოს რეგიონული თავისებურებების მესშვეობით. ჩვენი მიზანია გასტრონომიული ტურიზმის განვითარება, რეგიონული
ავთენტურობის შენარჩუნების ხარჯზე. თანამედროვე ცხოვრების სირთულეების, შეზღუდვებისა და ტექნოლოგიური პროგრესის გამო, ჩვენი ბებიებისა და ბაბუების რეცეპტები, უძველესი რიტუალები და ადათები ხშირად დავიწყებას ეძლევა, ამგვარად ზიანდება, იკარგება ჩვენი ნამდვილი მემკვიდრეობა, რაც ჩვენი ქვეყნის არამატერუალურ განძს წარმოადგენს.

• არამატერიალური ფასეულობების შენარჩუნება, ქვეყნის ყოველი მოქალაქის მოვალეობაა. ამიტომაც ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების – როგორც აკადემიური, ისე კერძო სექტორის გაერთიანება საერთო მიზნის გარშემო, ქართული გასტრონომიული კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმაა. ჩვენი მთავარი მიზანია, ჩვენს წევრებს საერთო მიზანი აერთიანებდეთ – ხელი შევუწყოთ ძირძველი ქართული გასტრონომიული კულტურის აღორძინებას, განვითარებასა და პოპულარიზაციას მთელს მსოფლიოში.

• კვების კულტურა მიეკუთვნება ნედლეულის კომპლექსურ ტრანსფორმაციას. კვების კულტურა ხდება ინსტრუმენტი ხალხის მის გარშემო შეკრებისთვის, ღირებულებების გაცვლისთვის და საკუთარი თავის გამოხატვისთვის. ამგვარად, კვების ღირებულება სცდება მის ძირეულ დანიშნულებას და წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს ინსტრუმენტს იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის გამოსახატად.