პარტნიორები

გასტრონავტის საქმიანობა, გამოცდილება და სერვისები

ჩვენი საგენტოს მისიაა საქართველოს სტუმართმასპინძლობის კულტურის  განვითარება, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ქვეყნის სოფლის მეურნეობის, ეკოგასტრონომიის, ენოგასტრონომიის, გასტროტურიზმისა და ეკონომიკის სფეროების პროგრესზე. აღნიშნული მისიის მისაღწევად კი აქვე შეიძლება ჩამოვთავალოთ ჩვენი სერვისები:

სასწავლო კურსები

გასტრონავტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ხელი შეუწყოს  საგანმანათლებლო მიმართულების განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას. სწორედ ამიტომ, წამყვანი სპეციალისტების, რესტორატორებისა, ჰოტელიერების და შეფმზარეულების ძალისხმევით, სხვადასხვა საინტერესო სასწავლო კულინარიული თუ გასტრო პროგრამა, სასერტიფიკატო კურსი იქმნება - სტუმარმასპინძლობისა  სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის.  

ვაკანსიები

 სწორედ, რომ საგენტო გასტრონავტის საჭირო სივრცეში მოხვდით.  აქ სტუმართმასპინძლობის სფეროში მიმდინარე ვაკანსიებს წააწყდებით, რაც დამსაქმებლის პოვნაში დაგეხმარებით. და, რა თქმა უნდა, სივრცე დამსაქმებლებისთვისაც  თანაბრად საინტერესოა, რადგან გასტრო სფეროში ადამიანური რესურსების მოძიების პროცესს გიმარტივებთ.  

image

შემოწირულობა

თქვენ მიერ გადმორიცხული თანხა მიზანმიმართული იქნება სტუმართმასპინძლობის ახალგაზრდა წარმომადგენლების სწავლის დაფინანსებაზე, გასტრონომიის შემოქმედებითი იდების მხარდაჭერასა და ქართული სამზარეულოს გაძლიერების, ცნობადობის ამაღლებაზე.