მისია:

გასტრონომიის, როგორც ქვეყნის საიმიჯო რესურსის განვითარებით, საქართველოს კულტურის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

 

მიზანი:

საქართველო უნიკალური ქვეყანაა თავისი ისტორიით, კულტურითა და ტრადიციებით. გასტრონომიის ასოციაციის მიზანია ქართული გასტრონომიული კულტურის აღორძინება.

 

ხედვა:

• საქართველოს გასტრონომიული კულტურის უდიდესი ისტორიული პოტენციალის სამეცნიერო კვლევა და მისი გამოყენება როგორც ქვეყნის საიმიჯო რესურსი, საქართველოს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და გასტრონომიული ტურიზმის განვითარებისათვის.

• ქართული გასტრონომიული კულტურის მსოფლიოში პოპულარიზაცია ამ მიმართულების მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, ფესტივალებზე და სამეცნიერო ფორუმებზე მონაწილობის მიღებით;

 

ღირებულებები:

ერთობა – ჩვენ გვჯერა ერთობის, საერთო მიზნების გარშემო გაერთიანებული გულანთებული ადამიანების ენერგიის.

განვითარება – ჩვენ გვჯერა საქართველოს გასტრონომიული მომავლის, ჩვენი ქვეყნის უნიკალური ისტორიისა და ტრადიციების.

პროფესიონალიზმი – ჩვენს ასოციაციას სფეროს პროფესიონალები აერთიანებენ.

ადამიანები, რომელთათვისაც გასტრონომია ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.