Bording Members

Association President

Dali Tsatava

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი,გასტრონომიული კულტურის მკვლევარი, პედაგოგიური და დიდაქტიკური მიდგომების, სწავლისა და სასწავლო პროცესის მართვის პრობლემების გადაწყვეტის, პროექტების მართვის 20 წლიანი და „საქართველოს კულინარიის აკადემია“ – პროექტის მენეჯერის გამოცდილებით.

უთანამშრომლია საერთაშორისო ინსტიტუტებთან GAZ, TACIS, GI, DAAD, ავსტრიის ტურიზმის კოლეჯ MODUL-თან.

თსუ ტურიზმის კვლევის ცენრის ლექტორი და საბჭოს წევრი, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტის(GIPA) ბიზნესის სკოლის ლექტორი, საერთაშორისო კომპანია Business Infrastructure Solutionz-ის კონსულტანტი, ბიზნესისთვის საჭირო კარიერული უნარჩვევების ტრენერი, ღვინის სკოლა „კაბისტონის“ ლექტორი, ღვინისა და კულინარიული ტურიზმის აკადემიის-Wine and Food Tourism Academy, მენტორი.

სამეცნიერო მონოგრაფიების ავტორი გასტრონომიული ტურიზმისა და გასტრონომიული კულტურის მიმართულებით. სამეცნიერო საკვლევი თემა- „გასტრონომიული კულტურის სწავლება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.“ სასწავლო კურსის „ტურიზმი&გასტრონომია“-სკრიპტის ავტორი და ლექტორი.

სახელმძღვანელოების- „თვითმენეჯმენტის ანბანი – ჩვენ ეს შეგვიძლია“(GIPA), „სწავლის ტექნიკები“(ESM-Tbilisi) სტრატეგიები, მეთოდები, სასწავლო პროცესისათვის საჭირო უნარჩვევების – ავტორი საერთაშორისო ჟურნალი Georgia to see – გასტრონომიული კულტურის შესახებ სამეცნიერო პოპულარული სტატიების ავტორი.

ჟურნალ კული-Art-ის ბლოგერი.

ერთნიკური მიმართულების ქართული რესტორნების კონსულტანტი.

CEO

Levan Qoqiashvili

წარმატებული რესტორატორი, გასტრო ბლოგერი და კომპანია „გასტრონავტის“ დამფუძნებელია, აღნიშნულ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ის ასევე გახლავთ მსოფლიოს გასტრონომიულ ჩემპიონატზე, Bocuse D’or 2019 წელს, “Georgia – The Art of Feast”-ის ხელმძღვანელი და ქართულ გასტრონომიაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი წამოწყების ავტორი.

Deputy President

Nana Dolidze

მალე…