პროექტები

საქართველო, როგორც სუფრის ხელოვნება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქპატენტისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველო საფრანგეთში კულინარიულ გამოფენაზე “Sirha 2019” წარდგა. საქართველო გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა ეროვნული გასტრონომიული მიმართულებით, რომელიც გულისხმობს მისი, როგორც ქვეყნის, ქართული სამზარეულოს, ქართული აგროსასურსათო პროდუქტებისა და ამასთან, ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიო ასპარეზზე, რომლის ძირითადი მიზანია ქართული გასტრონომიის უნიკალურობის წარმოჩენა და მისი, როგორც ბრენდის დამკვიდრება გასტრონომიული სამყაროს ელიტარულ წრეებში.

საქართველოს ჩართულობა ისეთ პრესტიჟულ გამოფენაში, როგორიცაა “Sirha 2019” ემსახურება ქართული კულტურის უნიკალურობის ხაზგასმასა და მისი, როგორც ტურისტული ქვეყნის პოპულარიზაციას. საქართველოს გამოფენაზე წარადგინა შეფ-მზარეულთა გუნდი ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით. “Sirha 2019” ყველაზე მასშტაბური კულინარიული გამოფენაა, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ლიონში იმართება და აერთიანებს ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს, ორგანიზაციებსა თუ მწარმოებლებს მთელი მსოფლიოდან.