ბორდის წევრები

ასოციაციის პრეზიდენტი

დალი ცატავა

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი,გასტრონომიული კულტურის მკვლევარი, პედაგოგიური და დიდაქტიკური მიდგომების, სწავლისა და სასწავლო პროცესის მართვის პრობლემების გადაწყვეტის, პროექტების მართვის 20 წლიანი და „საქართველოს კულინარიის აკადემია“ – პროექტის მენეჯერის გამოცდილებით.

უთანამშრომლია საერთაშორისო ინსტიტუტებთან GAZ, TACIS, GI, DAAD, ავსტრიის ტურიზმის კოლეჯ MODUL-თან.

თსუ ტურიზმის კვლევის ცენრის ლექტორი და საბჭოს წევრი, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტის(GIPA) ბიზნესის სკოლის ლექტორი, საერთაშორისო კომპანია Business Infrastructure Solutionz-ის კონსულტანტი, ბიზნესისთვის საჭირო კარიერული უნარჩვევების ტრენერი, ღვინის სკოლა „კაბისტონის“ ლექტორი, ღვინისა და კულინარიული ტურიზმის აკადემიის-Wine and Food Tourism Academy, მენტორი.

სამეცნიერო მონოგრაფიების ავტორი გასტრონომიული ტურიზმისა და გასტრონომიული კულტურის მიმართულებით. სამეცნიერო საკვლევი თემა- „გასტრონომიული კულტურის სწავლება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.“ სასწავლო კურსის „ტურიზმი&გასტრონომია“-სკრიპტის ავტორი და ლექტორი.

სახელმძღვანელოების- „თვითმენეჯმენტის ანბანი – ჩვენ ეს შეგვიძლია“(GIPA), „სწავლის ტექნიკები“(ESM-Tbilisi) სტრატეგიები, მეთოდები, სასწავლო პროცესისათვის საჭირო უნარჩვევების – ავტორი საერთაშორისო ჟურნალი Georgia to see – გასტრონომიული კულტურის შესახებ სამეცნიერო პოპულარული სტატიების ავტორი.

ჟურნალ კული-Art-ის ბლოგერი.

ერთნიკური მიმართულების ქართული რესტორნების კონსულტანტი.

ასოციაციის თანადამფუძნებელი;

აღმასრულებელი დირექტორი

ლევან ქოქიაშვილი

რესტორატორი; გასტრონავტი თანადამფუძნებელი; საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის თანადამფუძნებელი; Bocuse d’Or საქართველოს პროექტის მენეჯერი; ფორბს საქართველოს ბლოგერი,  დეველოპერი და მეწარმე;  “ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ პროექტის თანაავტორი; სერტიფიცირებული  ღვინის სპეციალისტი (სომელიე)   (WSET დონე II); სტუმართმოყვარეობის/მასპინძლობის დარგში,  15 წლიანი გამოცდილების მქონე, კვალიფიცირებული პროექტის მენეჯერი, უნარ-ჩვევები:

  • მსოფლიოს წამყვან გასტრონომიულ ბრენდებთან საერთაშორისო პროექტების მართვა;
  • რესტორნებისთვის კონსულტაციების გაწევა;
  • HoReCa ბიზნეს-საქმიანობის განვითარება/მარკეტინგი, სტრატეგიები და სტარტაპები

ასოციაციის თანადამფუძნებელი;

პრეზიდენტის მოადგილე

ნანა დოლიძე

მალე…