ჩვენ შესახებ

საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია  არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც გასტრონომიული სფეროს წამყვან სპეციალისტებს, რესტორატორებს, კულტურის მკვლევრებს, ეთნოლოგებს, შეფმზარეულებს    გასტრონომიული კულტურის აღორძინებისა და პოპულარიზაციის მიზნით აერთიანებს.  

საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია 2018 წლიდან დღემდე საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც უძველესი გასტრონომიული კულტურის, ტრადიციების, ისტორიის მქონე ქვეყნის  წარმოჩენასა და გასტრონომიული ტურიზმის სფეროს განვითარებაზე ზრუნავს.     

საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აფილირებული  წევრია, შესაბამისად, მისი მისია  ეხმიანება ტურიზმის სფეროში აღნიშნული წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის დებულებებსა და სფეროში არსებულ გლობალურ გამოწვევებს . 



საქართველოს, როგორც მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, მდიდარი კულტურისა და უნიკალური ტრადიციების მქონე ქვეყნის, მრავალფეროვანი გასტრონომიული კულტურისა თუ ტურიზმის  აღორძინება.

  • საქართველოს გასტრონომიული კულტურის უდიდესი ისტორიული პოტენციალის სამეცნიერო კვლევა და მისი მიზნობრივი გამოყენება საქართველოს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და გასტრონომიული ტურიზმის განვითარებისათვის; 

 

  • მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე  მნიშვნელოვან ღონისძიებებზე მონაწილეობით, ქართული ტრადიციული გასტრონომიის პოპულარიზაცია; 

 

  • სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მოღვაწე  კომპანიების მხარდაჭერა -  გასტრონომიული ლოკაციის კონცეპტუალური განვითარების, სერვისების გაუმჯობესებისა და  ცნობადობის ამაღლების მიზნით.
  • ერთობა - საერთო მიზნების გარშემო გაერთიანებული, გულანთებული ადამიანების მიმართ რწმენა;  
  • განვითარება - საქართველოს უკეთესი გასტრონომიული კულტურის მომავლის იმედი; 
  • პროფესიონალიზმი - ასოციაციას სფეროს წამყვანი პროფესიონალები აერთიანებენ, რომელთათვისაც გასტრონომია ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

გასტრონომია კომპლექსური ცნებაა, რომელიც  ფილოსოფიის, ისტორიის,  ლიტერატურის, რელიგიის, ეთნიკურობის, კულტურისა და  სოციო-ეკონომიკური ასპექტების სინთეზსს მოიცავს,  მის მთავარ სუბიექტად კი,  საკვები გვევლინება. 

სწორედ, გასტრონომიაა ჩვენი ქვეყნის წარმოჩენის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება გლობალურ თუ ლოკალურ დონეზე, შესაბამისად, ასოციაციის ფილოსოფიაც  გასტრონომიული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციას ეფუძნება.