ტურისტული თბილისი ქართული გემოს გარეშე

18/10/2021

რა გვამახსოვრდება უცხო ქალაქში მოგზაურობის შემდეგ? ისტორიული ადგილები, ღირსშესანიშნაობა, გარემო, გემო  თუ სხვა რამ? პასუხი ყოველი ჩვენგანის შემთხვევაში განსხვავებული იქნება, თუმცა რაოდენობრივად აუცილებლად ბევრნი ვიქნებით ისეთები, რომლებიც   იმ ქვეყნის სამზარეულოს შესახებ ვისაუბრებთ, სადაც ვიმოგზაურეთ. Ძალიან ბევრ ადამიანს სწორედ, რომ გემოები, გარემო ამახსოვრდება.   განსხვავებული გემოს დავიწყება ხომ  შეუძლებელია?!  Ყველაზე მეტად კი ის მაფიქრებს, თუ  რა დაამახსოვრდებათ თბილისში ჩამოსულ ტურისტებს. 

 

Ჯერ კიდევ კოვიდ პანდემიამდე,  თბილისში სეირნობისას უამრავ ტურისტს შეხვდებოდით, შარდენის ქუჩასა და ახალ აღმაშენებელზე გამოფენილ კვების ობიექტებში. Ქართული გასტრონომიის გემოს პოვნა კი ასეთ ადგილებში ძნელად, უფრო სწორად, თითქმის შეუძლებელია.  Ეს მარტო ქართული ფენომენი არ გეგონოთ, თითქმის ყველა ქვეყნის ტურისტულ ზონებში კვების ობიექტების უმეტესობა უხარისხოა, მაგრამ ჩვენნაირ პატარა ქვეყანას  არ აქვს იმის ფუფუნება, თუნდაც ერთ ტურისტს მოემსახუროს არასათანადოდ. მით უფრო, რომ უდიდესი პოტენციალი გვაქვს,  ტრადიციული გასტრონომიის მოყვარული ტურისტები მოვიზიდოთ. 

თბილისი გასტრონომიული ქალაქიაო - ვერ დავიკვეხნი, მაგრამ განა არ შეიძლება ასეთი იყოს? ღვინის ქვეყნად აღიარება ხომ მოვახერხეთ?! ხომ სტუმრობს არაერთი ცნობილი სომელიე და მეღვინე თბილისსა  თუ  მის შემოგარენს?!  Ახლა კი, ამ ამბის ლოგიკურ გაგრძელებად,  ქართული ტრადიციული სამზარეულოს პოპულარიზაცია მიმაჩნია. Აქვე დავძენ,  მხოლოდ მწვადი, ხინკალი და ხაჭაპური არ არის ქართული სამზარეულო. Უნიკალური, მრავალფეროვანი  რეგიონული  სამზარეულოების განვითარება ქალაქში სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.  დღეს კი,  გასტრობაზარზე ერთფეროვნება დაგვჩვევია, რადგან ბიზნესის მფლობელებს სიახლეების ეშინიათ, უგემოვნოდ, უხეშად  მიმსგავსებული კვების ობიექტების შექმენას ანიჭებენ უპირატესობას. Არადა, გასტრონომია ხომ  ხელოვნებაა, რომელსაც მუდმივად წვრთნა სჭირდება?! Მისი კარი ექსპერიმენტებისთვის მუდმივად ღიაა, ამ ღიაობას კი მუდმივად განვითარება სდევს თან.   ყველაფერი ორიგინალურის შექმნის საფუძველიც ხომ  გაუთავებელი ძიებაა?!  Ამ საქმეშიც მეტი გამბედაობა გვმართებს. 

სანამ ტურისტებს შევაყვარებთ სხვადასხვა კერძს, მანამდე ჩვენ უნდა ვაღიაროთ ისინი. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია პოპლულარიზაცია გაუწიოს ეროვნულ სამზარეულოს, როდესაც ჩვენი უცხოელი მეგობარი გვკითხავს ქართული სამზარეულოს შესახებ, ჩვენ უნდა გვქონდეს მეტი ცოდნა, რომ თითზე ჩამოსათვლელი კერძები არ დავუსახელოთ. აქაც მნიშვნელოვანია ბიზნესის როლი, ყველა მეპატრონემ უნდა იგრძნოს პერსონალური პასუხიმგებლობა და მოინდომოს, განავითაროს თავისი კვების ობიექტი. ეს ქვეყნას წაადგება, მათ კი, შემოსავალს გაუზრდის.

 

ისევე როგორც ბათუმს, თბილისსაც არ გააჩნია გასტროკონცეფცია. უბრალოდ დედაქალაში შედარებით მეტი ხარისხის პოვნაა შესაძლებელი. არ ვიცი ვინ უნდა იტვირთოს ეს როლი, სახელმწიფომ, ბიზნესმა თუ ორივემ ერთად, მაგრამ ფაქტია, ჩვენ გვაქვს შანსი და შესაძლებლობა, გავხდეთ გასტრონომიულად მიმზიდველი  ქვეყანა.  როდესაც ჩვენგან ტურისტი, ან უბრალოდ ჩვენი უცხოელი მეგობარი დაბრუნდება სამშობლოში, ისაუბროს ქართული გემოს შესახებ. მოგონებები და შთაბეჭდილებები გადამდებია და ის აუცილებლად გააღვივებს საქართველოში ჯერ არ ჩამოსულ ადამიანში, ჩვენთან სტუმრობის სურვილს.

 

არ გამოტოვოთ გასტრონომიის ასოციაციის სიახლეები.

ლევან ქოქიაშვილი - გასტრონომიის ასოციცაცია