აღმოაჩინე სამცხე-ჯავახეთის გასტრონომია

28 მარტი, 2022

ქვეყნის სამხრეთით, კულტურული მრავალფეროვნებით, უძველესი ისტორიით  გამორჩეულ მხარეს აღმოაჩენთ, სადაც გასტრონომიის აკვანი საუკუნეების წინ დაირწა და  მესხური კულინარია თავისი ინდივიდუალიზმით, უნიკალურობით, დღემდე გვაოცებს

ტურის ხანგრძლივობა: აღმოაჩინე სამცხე-ჯავახეთის გასტრონომია

Პირველი გასტროლოკაცია-  ასპინძა.

  • ქვევრის ლუდის  (8 სახეობა ) დაგემოვნება; 
  • Კულინარიული მასტერკლასი და თიხაში გახვეული ხორცის  გამოცხობა  მესხურ ღუმელში; 
  • ალაოს ქერისგან  პურის გამოცხობა

 

Მეორე გასტროლოკაცია - ტენილი ყველის სამშობლოდ წოდებული - ჭობარეთი, სადაც მნიშვნელოვან არქიტექტურულ ძეგლებსა და ისტორიულ ადგილებს ნახავთ, მათ შორის:  ვერანას ეკლესია, ბანიანი სახლების ნანგრევები, ლეგენდარული ქვის სვეტი - გაქვავებული ქალი.

 

  • ტენილი ყველის მასტერკლასი;
  • მესხური ქადის დაგემოვნება; 
  • მესხური ხაჭაპურის გამოცხობა/დაგემოვნება;
  • თუთის ტყლაპის დასხმა.

Მესამე გასტროლოკაცია: ადიგენი, რომელიც ქვის ხანის სოფელ -  უდეს განძითაა ცნობილი და მტკვარ-არაქსის ცივილიზაციის ყველაზე ძველი დასახლებაა.

  • აპოხტის ხინკლისა და  ლოკოკინის მარინადის მასტერკლასი. ღვინისა და  კონიაკის დეგუსტაცია;
  •  რაბათის ციხისა და მუზეუმის მონახულება;
  • „ტაბლა რაბათი“  ძველი მესხური ღვინოების დეგუსტაცია, რომელიც აღადგინა ცნობილმა მეღვინემ -  გიორგი ნათენაძემ.
  • Სოფელ  საროს მონახულება - უძველესი ციკლოპური დასახლებები და ეგვიპტის პირამიდული მშრალი მშენებლობის მაგალითები.
  • მესხური კალმახის  დაგემოვნება ვაზის ფოთოლში; 
  • ზვიბლიათი - ერთად წამოდუღებული ერბო და ბაქმაზი;
  • ლუხუმი - გაღვივებული არყიანი ცომი იწვება ღორის ქონში;
  • მესხური პურების ცხობის მასტერკლასი - სომინის, უხას, თითიანის გამოცხობა წითელი დოლის ფქვილით.

გასვლის ადგილი

0
12:02

 

ტურის ფასი: 0 ლარი / 1 ადამიანი

  • g თავისუფალი
  • gr დაჯავშნილი
  • o არჩეული