სასწავლო კურსები

გასტრონომიის ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ხელი შეუწყოს  საგანმანათლებლო მიმართულების განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას. სწორედ ამიტომ, წამყვანი სპეციალისტების, რესტორატორებისა და გასტრონომიული კულტურის  მკვლევრების  ძალისხმევით, სხვადასხვა საინტერესო სასწავლო კულინარიული თუ გასტრო პროგრამა, სასერტიფიკატო კურსი იქმნება - სტუმარ-მასპინძლობისა და ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის.