საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია
ასოციაციის უმთავრესი მიზანია ქართული ტრადიციული გასტრონომიული კულტურის აღორძინება და პოპულარიზაცია საქართველოში და მსოფლიო ბაზარზე!
ჩვენი ასოციაციის მისიაა საქართველოს გასტრონომიული კულტურის განვითარება, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ქვეყნის გასტრონომიული კულტურის, სოფლის მეურნეობის, ეკოგასტრონომიის, ენოგასტრონომიის, ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროების პროგრესზე. აღნიშნული მისიის მისაღწევად კი აქვე შეიძლება ჩამოვთავალოთ ჩვენი სერვისები:
გასტრონომიის ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო მიმართულების განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას. სწორედ ამიტომ, წამყვანი სპეციალისტების, რესტორატორებისა და გასტრონომიული კულტურის მკვლევრების ძალისხმევით, სხვადასხვა საინტერესო სასწავლო კულინარიული თუ გასტრო პროგრამა, სასერტიფიკატო კურსი იქმნება - სტუმარ-მასპინძლობისა და ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის.
სწორედ, რომ გასტრონომიის ასოციაციის საჭირო სივრცეში მოხვდით. აქ გასტრონომიის სფეროში მიმდინარე ვაკანსიებს წააწყდებით, რაც დამსაქმებლის პოვნაში დაგეხმარებით. და, რა თქმა უნდა, სივრცე დამსაქმებლებისთვისაც თანაბრად საინტერესოა, რადგან გასტრო სფეროში ადამიანური რესურსების მოძიების პროცესს გიმარტივებთ.
თქვენ მიერ გადმორიცხული თანხა მიზანმიმართული იქნება ახალი პროექტების შექმნაზე, არსებულის განვითარებასა და ასოციაციის გაძლიერებაზე.