ჩვენ შესახებ

გასტრონავტი  სტუმართმასპინძლობის ბიზნეს განვითარების საგენტოა, რომელიც გასტრონომიული სფეროს წამყვან სპეციალისტებს, რესტორატორებს, ჰოტელიერებს, ეთნოლოგებს, შეფმზარეულებს გასტრონომიული კულტურის აღორძინებისა და პოპულარიზაციის მიზნით აერთიანებს.  

გასტრონავტი 2013 წლიდან დღემდე საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც უძველესი გასტრონომიული კულტურის, ტრადიციების, ისტორიის მქონე ქვეყნის  წარმოჩენასა და გასტრონომიული ტურიზმის სფეროს განვითარებაზე ზრუნავს.     

 



საქართველოს, როგორც მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, უნიკალური სამზარეულოს მქონე ქვეყნის, მრავალფეროვანი სტუმართმასპინძლობის კულტურისა და ტურიზმის განვითარება.

 

  • მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე  მნიშვნელოვან ღონისძიებებზე მონაწილეობით, ქართული სტუმართმასპინძლობის და სამზარეულოს ცნობადობის ამაღლება; 

 

  • სტუმარმასპინძლობის სფეროს კომპანიების მხარდაჭერა -  გასტრონომიული ლოკაციის კონცეპტუალური განვითარების, სერვისების გაუმჯობესებისა და  ცნობადობის ამაღლების მიზნით.
  • ერთობა - საერთო მიზნების გარშემო გაერთიანებული, გულანთებული ადამიანების მიმართ რწმენა;  
  • განვითარება - საქართველოს უკეთესი გასტრონომიული კულტურის მომავლის იმედი; 
  • პროფესიონალიზმი - ასოციაციას სფეროს წამყვანი პროფესიონალები აერთიანებენ, რომელთათვისაც გასტრონომია ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

გასტრონომია კომპლექსური ცნებაა, რომელიც  ფილოსოფიის, ისტორიის,  ლიტერატურის, რელიგიის, ეთნიკურობის, კულტურისა და  სოციო-ეკონომიკური ასპექტების სინთეზსს მოიცავს,  მის მთავარ სუბიექტად კი,  საკვები გვევლინება. 

სწორედ, გასტრონომიაა ჩვენი ქვეყნის წარმოჩენის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება გლობალურ თუ ლოკალურ დონეზე, შესაბამისად, ასოციაციის ფილოსოფიაც  გასტრონომიული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციას ეფუძნება.