ბარდის სუპი
მოხარშეთ საქონლის ან ქათმის
ხორცისგან ბულიონი. ხარშვისას
დაამატეთ ხახვი და ცოტა მარილი.
დაასხით ბარდას წყალი და
მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე.
წყალი რომ ადუღდება, 7-8 წუთი
ხარშვის მერე, წყალი შეუცვალეთ,
ისევ დაასხით ცივი წყალი და ისევ
აადუღეთ და ხარშეთ, სანამ წყალი
არ მოაშრება. ამოიღთ და
დასრისეთ.
როცა ხორცი მოიხარშება, ამოიღეთ
და ბულიონი დაასხით ბარდას.
დაუმატეთ დაჭრილი კარტოფილი, გახეხილი სტაფილო და მარილი და
წიწაკა გემოვნებით. ხარშეთ, სანამ კარტოფილი მზად არ იქნება.
კალორიულობა მოცემულია 100 გრამზე.