კენკრის დესერტი
მარტივი

კენკრის დესერტი

ჯანსაღი კენკრის დესერტი რძითა და ვანილით

Fitni Studio2024-01-01
10 წუთი
მომზადება
90 წუთი
ცხობა
2
პორცია

ინგრედიენტები

  • კენკრა - 200 გრამი
  • რძე 1-1,5%-იანი - 200 გრ.
  • კვერცხი - 2 ცალი
  • ვანილი - 1 გრ.
  • შვრიის ფქვილი (ან ფანტელი) - 6 ს/კ (60 გრ.)

მომზადების წესი

1

ჩაუშვით კენკრა წინასწარ მომზადებულ ფორმაში

2

ცომისთვის თასში შეურიეთ კვერცხი, ვანილი, ფქვილი, დაუმატეთ ცოტა რძე და მოზილეთ.

3

ჩაასხით დარჩენილი რძე და მოზილეთ ბლინების ცომი.

4

დატოვეთ ცომი 30 წუთით.

5

შემდეგ დაასხით კენკრას ცომი.

6

გამოაცხეთ 15 წუთი 200 გრადუსზე, შემდეგ 30 წუთი 180 გრადუსზე.

კვების ღირებულება (1 პორცია)

95
კალორია
6გ
ცილა
11გ
ნახშირწყლები
3გ
ცხიმი

გაზიარება