ხაჭოს კექსი კურაგით
მარტივი

ხაჭოს კექსი კურაგით

ჯანსაღი ხაჭოს კექსი კურაგითა და შვრიის ფანტელით

Fitni Studio2024-01-01
10 წუთი
მომზადება
25 წუთი
ცხობა
3
პორცია

ინგრედიენტები

  • ხაჭო 5%-იანი - 300გრ
  • შვრიის ან სხვა მარცვლოვანი ფქვილი - 75 გრ.
  • კვერცხი - 2 ცალი
  • კურაგა ან სხვა ჩირეული - 60 გრ.
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ (6 გრ.)
  • შაქრის შემცვლელი - სურვილისამებრ

მომზადების წესი

1

კურაგა გარეცხეთ და დაასხით მდუღარე წყალი, შემდეგ დაჭერით კუბიკებად. ხაჭო, კურაგა და კვერცხი შაქრის შემცვლელთან ერთად აურიეთ ერთგვაროვან მასამდე.

2

დაუმატეთ გამაფხვიერებელი ფქვილთან ერთად და ისევ აურიეთ.

3

კექსის ფორმები შეავსეთ ხაჭოს მასით. გამოაცხეთ 190 გრადუსზე 25 წუთი.

კვების ღირებულება (1 პორცია)

134
კალორია
14გ
ცილა
15გ
ნახშირწყლები
2გ
ცხიმი

გაზიარება