ჯანსაღი სტაფილოს ტორტი შვრიის ფანტელითა და იოგურტით
ათქვიფეთ ცილა, გული და შაქრის შემცვლელი მიქსერში 3 წუთი.
დაუმატეთ შვრიის ფანტელი და წვრილად გახეხილი სტაფილო და კარგად აურიეთ. დაუმატეთ გამაფხვიერებელი.
ფორმაში ჩაყარეთ ფქვილი, რომ ღვეზელი ადვილად ამოიღოთ.
მოამზადეთ კრემი - გათქვიფეთ იოგურტი და შაქრის შემცვლელი.
ფორმაში ჩაასხით ცომი. გამოაცხეთ დაახლოებით 1 საათი 180 გრადუს ტემპერატურაზე. როცა გამოცხვება, გაჭერით 2 ნაწილად. შუაში წაუსვით კრემი, დაალაგეთ დაჭრილი კურაგა. დარჩენილი კრემი წაუსვით ზედა ნაწილს და დადეთ რომ გაიჟღინთოს.