ჯანსაღი ვანილის რულეტი ხაჭოთია და კვერცხით
განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. ცილა ათქვიფეთ. ხაჭოს დაახლოებით 2/3 აურიეთ კვერცხის გულთან, შაქრის შემცვლელთან, ვანილსა და გამაფხვიერებელთან. შეურიეთ ხაჭოს მიღებული მასა ცილას, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას, გადმოიტანეთ პერგამენტის ქაღალდზე.
გამოაცხეთ ღუმელში 10წთ 200 გრ-ზე. გამოიღეთ ღუმლიდან და გააგრილეთ.
გაჭერით 2 ნაწილად და თითოეულ ნაწილს წაუსვით ხაჭოს დარჩენილი 1/3 მასა. ასევე დარჩენილ ხაჭოს შეგიძლიათ დაუმატოთ შაქრის შემცვლელი, ვანილი და ცოტა ქოქოსის ფანტელი.
გადაახვიეთ რულეტივით და ცოტა ხანი მაცივარში გააჩერეთ.