ვეგანური რულეტი ბადრიჯნით
ბადრიჯანი დაჭერით გრძელ
ნაჭრებად, ამოავლეთ
კარტოფილის სახამებელშ და
დატოვეთ 30 წუთი. შემდეგ ცოტა
შებრაწეთ და გაუკეთეთ მარილი,
პილპილი გემოვნებით.
ტოფუ დაჭერით გრძელ ნაჭრებად,
ამოავლეთ სახამებელში და
შეწვით ზეთში.
სოუსისთვის დაჭერით ბულგარული
წიწაკა, სტაფილო, ხახვი და
პომიდორი. შეწვით ზეთში.
დაუმატეთ მარილი, პილპილი და
მწვანილი გემოვნებით.
დაუმატეთ დაჭრილი ნიორი, წიწაკა. საცხობ უჯრაზე დაასხით სოუსის
ნახევარი, დადეთ ბადრიჯანი, ზედ დაალაგეთ შემწვარი ტოფუ,
გადახვიეთ რულეტად და დაასხით დარჩენილი სოუსი.
მოამზადეთ ღუმელში 2-3 წუთი 180 გრადუსზე.
კალორიულობა მოცემულია 100 გრამზე.