პაშტეტი ბარდათი და ფისტათი
საშუალო

პაშტეტი ბარდათი და ფისტათი

ვეგანური პაშტეტი ბარდითა და ფისტით

Fitni Studio2024-01-01
2 საათი
მომზადება
45-50 წუთი
ცხობა
2
პორცია

ინგრედიენტები

  • ბარდა - 60 გრ.
  • სტაფილო - 30 გრ.
  • ხახვი - 20 გრ.
  • ფისტა - 5 გრ.
  • მწვანილი (კამა, ქინძი) - 5 გრ.
  • რეჰანი - 3 გრ.
  • მცენარეული ზეთი - 1 ჩ/კ.
  • მარილი, სუნელები - გემოვნებით

მომზადების წესი

1

ბარდა დაალბეთ წყალში 2 საათი, შემდეგ გადაასხით წყალი, გარეცხეთ და მოხარშეთ 30 წუთი, მოხადეთ ქაფი, დაუმატეთ მარილი.

2

გახეხეთ სტაფილო. ხახვი დააქუცმაცეთ. ნახევარი ხახვი და ნახევარი გახეხილი სტაფილო დაუმატეთ ბარდას.

3

დაუმატეთ ცოტა წყალი ბარადას და კიდევ ხარშეთ 15 წუთი.

4

დარჩენილი ხახვი და სტაფილო შებრაწეთ ტაფაზე მცირეოდენი ზეთით.

5

ბარდის პიურეში დაუმატეთ შემწვარი ბოსტნეული, სუნელები და დაჭრილი მწვანილი, აურიეთ და გააგრილეთ.

6

ბარდის პიურეზე დააყარეთ ფისტა, შეახვიეთ ფოლგაში და შედგით მაცივარში. მზად რომ იქნება, დაჭერით და მოაყარეთ მწვანილი.

7

შეგიძლიათ მიირთვათ უხეში პურის ნაჭერთან ან "ხლებცთან" ერთად.

კვების ღირებულება (1 პორცია)

212
კალორია
11გ
ცილა
29გ
ნახშირწყლები
7გ
ცხიმი

გაზიარება